ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით, მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს.
35 წლის ფეხბურთელი სოციალური ქსელის მეშვეობით თანაგუნდელებმა გაამხნევეს:
„ფორცა კაპიტანო! ჩვენ ყველანი მუდამ შენს გვერდით ვართ!“ – პაულო დიბალა.
„ფორცა კაპიტანო“, – დუგლას კოშტა.
„ფორცა კაპი, დაბრუნდები უფრო ძლიერი“, – ბლეზ მატუიდი.
„წარმატებები კაპიტანო! დაბრუნდი სწრაფად, კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყავი. ყველანი შენთან ვართ“, – „იუვენტუსი“.
„დიდი წარმატება ჯორჯო კიელინის, მალე შევხვდებით მოედანზე სხვა დიდ დაპირისპირებებში“, – “ინტერი”.