იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. ტურინელებს კაპიტანი ჯორჯო კიელინი და მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი დააკლდებათ.
Gazzetta Dello Sport-ის ვერსიით კი, „იუვეს“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, იგუაინი, რონალდუ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.