მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი „იუვენტუსს“ კრიშტიანუ რონალდუს შეძენა დაუწუნა. მისი თქმით, „ბაიერნი“ 33 წლის ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს არასდროს გადაიხდიდა.
„ის 33 წლისაა და 100 მილიონს ასეთი ასაკის ფეხბურთელში არასდროს გადავიხდით. 24 წლის რომ ყოფილიყო, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ამ თანხის გადახდა“, – თქვა ჰიონესმა.
შეგახსენებთ, რომ “იუვემ” რონალდუ 105 მილიონ ევროდ შეიძინა. პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 18 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.