მთავარი / თეგის არქივი: ბაიერნი

თეგის არქივი: ბაიერნი

ტოლისო შესაძლოა “იუვესთვის” ისევ აქტუალური გახდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო შესაძლოა დამდეგ ზაფხულს „იუვენტუსში“ აღმოჩნდეს. ფრანგი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და გერმანელებიც ტრანსფერზე დაყენებას უპირებენ. Calciomercato-ს ცნობით, არაა გამორიცხული „იუვენტუსი“ ისევ გააქტიურდეს ტოლისოს თაობაზე. 25 წლის ფეხბურთელი „ბებერ სინიორას“ ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში აინტერესებდა, თუმცა მაშინ „ბაიერნმა“ „ლიონს“ უფრო სარფიანი წინადადება გაუკეთა. …

სრულად წაკითხვა »

“ბაიერნის” პრეზიდენტი: “რონალდუ ჩვენთვის ძალიან მოხუცია”

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა კრიშტიანუ რონალდუს თავის გუნდში გადასვლა გამორიცხა და თქვა, რომ პორტუგალიელი მისი გუნდისთვის მოხუცია. „ახლა პრესა ბევრ სახელს დაგვიკავშირებს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რონალდუ ჩვენთვის ძალიან მოხუცია“, – თქვა ჰაინერმა. შეგახსენებთ, რომ რონალდუ ახლახან გახდა 35 წლის და „იუვენტუსთან“ კონტაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა »

“ბაიერნს” დუგლას კოშტას დაბრუნება უნდა

დუგლას კოშტამ შესაძლოა „იუვენტუსი“ მიმდინარე თვეში დატოვოს და კარიერა მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელოს. Bild-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერს“ ბრაზილიელის დაბრუნება 6-თვიანი იჯარით სურს. ტურინელთა პასუხი უცნობია, მაგრამ კოშტას „იუვეში“ სათამაშო პრაქტიკა შეზღუდული აქვს, რამაც შესაძლოა ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს. დუგლას მიუნხენურ გრანდში ადრეც თამაშობდა და 2017 წელს „იუვენტუსს“ სწორედ გერმანული გუნდიდან შეუერთდა.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ტიაგო ალკანტარას გადაბირებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას მიმართ დაინტერესებულია. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები მიუნხენელებს უკვე დაუკავშირდნენ. „იუვეს“ ალკანტარას გადაბირება მიმდინარე თვეში სურს და მზადაა „ბაიერნს“ ემრე ჯანი დაუთმოს. საუბარია სუფთა ბარტერზე ზედმეტი თანხის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ტიაგო ალკანტარა „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, რამაც შესაძლოა ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს.

სრულად წაკითხვა »

Bild: ბოატენგი “იუვენტუსთან” ერთ ნაბიჯშია

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ჟერომ ბოატენგი „იუვენტუსთან“ ერთ ნაბიჯშია. ავტორიტეტული Bild-ის ცნობით, გერმანელი მცველი მზადაა ტურინული გრანდის მაისური მოირგოს და მძიმედ დაშავებული ჯორჯო კიელინი შეცვალოს. იტალიელებმა და “რეკორდმაისტერმა” ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ახლა საბოლოო სიტყვა მაურიციო სარიზეა, რადგან ბოატენგის ტრანსფერი მატიას დე ლიხტის და განსაკუთრები მერიჰ დემირალისა და დანიელე რუგანის …

სრულად წაკითხვა »

პსჟ პიანიჩს არ თმობს

მირალემ პიანიჩი როგორც ჩანს ხელშეუხებელი არაა. Tuttosport-ის ცნობით, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში „იუვენტუსი“ მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს. ბოსნიელით სერიოზულ ინტერესს „პარი სენ ჟერმენი“ იჩენს, რომლის სპორტული დირექტორი ლეონარდო მოხიბლულია მირალემის თამაშით. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა გასულ ზაფხულს „იუვესთან“ წარმატებით ითანამშრომლა (ბონუჩი-კალდარა-იგუაინის სატრანსფერო ოპერაცია), როდესაც „მილანში“ მუშაობდა. ხმები აქამდეც დაირხა პიანიჩის პარიზში შესაძლო …

სრულად წაკითხვა »

მანჯუკიჩის “ბაიერნში” გადასვლა გამოირიცხა

მარიო მანჯუკიჩის მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერი გამოირიცხა. აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს, როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა წერს, ივან პერიშიჩის, ფილიპე კოუტინიოსა და მიქაელ კუიზანსის ტრანსფერების შემდეგ „ბაიერნი“ მიმდინარე ზაფხულს ახალ ფეხბურთელებს აღარ დაიმატებს. როგორც ცნობილია, მანჯუკიჩი მაურიციო სარის გეგმებში არ ჯდება და გუნდის დატოვების რეალური კანდიდატია. აქამდე ხორვატს „ბაიერნს“ უკავშირებდნენ, ახლა კი …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი “იუვენტუსის” დატოვებაზე ფიქრობს

ემრე ჯანმა შესაძლოა ტურინის „იუვენტუსი“ ერთი წლის შემდეგ დატოვოს. Tuttosport-ის ცნობით, ცხადია, რომ „იუვეს“ 2 სექტემბრამდე რომელიმე ნახევარმცველი დატოვებს. თავდაპირველად წასვლის კანდიდატები ბლეზ მატუიდი და სამი ხედირა იყვნენ. თუმცა, გერმანელს „არსენალთან“ გარიგება ჩაეშალა და ამის შემდეგ სამიმ მაურიციო სარის ნდობა მოიპოვა, რის შედეგადაც, ახლა ხედირას დარჩენა პრაქტიკლად გადაწყვეტილია. ამის ფონზე …

სრულად წაკითხვა »

Mundo Deportivo: ნეიმარი მზადაა გადავიდეს იუვენტუსში, რეალში ან ბაიერნში

Mundo Deportivo: ნეიმარი მზადაა გადავიდეს იუვენტუსში, რეალში ან ბავარიაში

Mundo Deportivo-ს ცნობით პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი ნეიმარი მზად არის დატოვოს გუნდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს. ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული არის ბარსელონაში დაბრუნება, მაგრამ მას ესმის რომ ეს ადვილი არ იქნება. ამიტომ ბრაზილიელი განიხილავს სხვა ვარიანტებსაც კარიერის გასაგრძელებლად, მათ შორის იუვენტუსი, რეალი და ბავარია. ის ასევე მზად იყო მანჩესტერ იუნაიტედში წასასვლელად მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

“ბაიერნი” დიბალას იწვევს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას მიუნხენის „ბაიერნი“ იწვევს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, გერმანული გუნდის მზადაა არგენტინელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, „იუვენტუსი“ დიბალას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის, ამიტომ, გერმანელების შეთავაზების გაუმჯობესება მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დიბალამ „იუვეში“ დარჩენის სურვილი გამოხატა, თუმცა დაამატა, რომ ყველაფერი მასზე …

სრულად წაკითხვა »