მთავარი / სიახლეები / ნაგელსმანი: “დე ლიხტის პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ იტალიაში ცუდი ვარჯიშებია”

ნაგელსმანი: “დე ლიხტის პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ იტალიაში ცუდი ვარჯიშებია”

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მატაის დე ლიხტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიაში ფეხბურთელის ფორაში ყოფნა შეუძლებელია.

„დე ლიხტს ვარჯიშის შემდეგ ველაპარაკე და მითხრა, რომ დღევანდელი სესია მისთვის ყველაზე რთული იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. რთული ნამდვილად იყო, მაგრამ არც ისე. გასულ სეზონში მას ბევრი არ უთამაშია და მივხვდი, რომ მისთვის იტალიაში ფორმაში ყოფნა ადვილი არ იყო“, – თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019-2022 წლებში თამაშობდა და 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო „ბაიერნში“ 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …