ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი როდრიგო ბენტნაკური მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს და მისი პროგრესი ცალსახად სახეზეა. 21 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ხვდება.
ეს თავდაპირველად სამი ხედირასა და ემრე ჯანის ტრავმებით იყო გამოწვეული, მაგრამ ურუგვაელმა მიღებული შანსი ჩინებულად გამოიყენა.
ახლა კი, როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, ბენტანკურის შეძენით „ბარსელონა“ დაინტერესედა. კატალონური მხარე მზადაა „იუვეს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ტურინელები როდრიგოსთან შელევას არ აპირებენ და მასზე დიდ იმედს ამყარებენ.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ბენტანკურმა 15 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.