ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამბობს, რომ ლუკა მოდრიჩის გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუსთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.
გარდა ამისა, ალეგრიმ „ინტერთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე და სეზონის მიზნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
„კრიშტიანუ რონალდუმ ოქროს ბურთი დაიმსახურა იმის გამო, რაც „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი პორტუგალიასთან ერთად უფრო შორს წასვლა არ შეეძლო. თუმცა, მოდრიჩის გამარჯვება მისთვის სტიმულია, რომ კიდევ უფრო მოუმატოს და მომდევნო წელს მეექვსე ოქროს ბურთი „იუვენტუსში“ მოიგოს.
კრიშტიანუ მაგალითია ყველასთვის, ვისაც ფეხბურთელობა უნდა. საოცარი მოთამაშეა, თავმდაბალი ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდს კარგად შეეწყო და ყველა ვარჯიშზე დიდ კონკურენტუნარიანობას ავლენს. ის მაგალითია ახალგაზრდებისთვის. მისი წარმატებების მიუხედავად და იმისა, რომ 33 წლისაა, კიდევ უფრო მეტად ზრუნავს ყველა დეტალზე. მის დონეზე სათამაშოდ მხოლოდ ტექნიკური ხარისხი საკმარისი არაა.
„ინტერი“ – უნდა გავაგრძელოთ დადებითი შედეგების ჩვენება, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. „ინტერს“ კარგი პერიოდი აქვს, რომში შესანიშნავი თამაში ჩაატარა და დიდი პაივს ვცემ ამ გუნდ. სპალეტი დიდი მწვრთნელია და ამას ახლაც ამტკიცებს. მაგრამ, მე და ის სათადარიგო სკამთან ვჩერდებით, მოედანზე კი ფეხბურთელები გადიან.
სეზონი – ახლა დეკემბერია და ჯერ არაფერი მოგვიგია. გუშინ „ნაპოლიმ“ ბერგამოში გაიმარჯვა და ჩვენ მოედნიდან უნდა ვუპასუხოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მარტს კარგ ფორმაში შევხვდეთ, რომ მზად ვიყოთ სახლში წავიღო სკუდეტო, იტალიის თასი და სუპერთასი. შემდეგ კი, ვიმედოვნებთ, 2019 წელს ჩემპიონთა ლიგით დავაგვირგვინებთ“, – განაცხადა ალეგრიმ.