ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსზე“ და ბავშვობის წლებზე საუბრობს.
იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ტურინულ გრანდში ყოფნით ბედნიერია:
„იუვენტუსში“ კონკრეტული სამყაროა, სადაც მოხვედრილი ადამიანი იზრდება, არამარტო, როგორც ფეხბურთელი. ყველა, ვინც „იუვეში“ მუშაობს, პროგრესისთვის ხელს გიწყობს. აქ ყველა მაქსიმუმს ითხოვს, მაგრამ მაგრამ ასევე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავი სრულიად წარმოაჩინო. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ „იუვენტუსის“ ნაწილი მქვია.
მე ყოველთვის ძალიან ცოცხალი ადამიანი ვარ. მჯერა, რომ ბავშვებს სჭირდებათ თავიანთი ნიჭის გამოვლენა.
ფეხბურთი მშვენიერია. ჩემთვის მაქსიმუმია საგოლე პასი თანაგუნდელზე, რადგან თავისი ნიჭი გამოიყენოს და ერთად აღვნიშნოთ გატანილი გოლი.
სპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ნიჭია. ახალგაზრდებს მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ: გაერთონ თავიანთი საქმით, ყოველთვის“, – განაცხადა ბერნარდესკიმ.