სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ნახევარმცველმა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ მოახლოებული დიდი იტალიური დერბის შესახებ ისაუბრა.
მარკიზიოს განცხადებით, მაურო იკარდიზე და კრიშტიანუ რონალდუზე დიდი გავლენა თამაშზე ჯორჯო კიელინის ექნება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, ორივეს დიდი ამბიციები და მიზნები აქვთ. მნიშვნელოვანი იქნება გუნდური სულისკვეთებაც.
რონალდუ და იკარდი? – სრულიად განსხვავებული ფეხბურთელები არიან. იკარდი შეიძლება 90 წუთის განმავლობაში ჩრდილში იყოს, მაგრამ ერთი ბურთიც საკმარისია, რომ გოლი გაიტანოს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. რონალდუმ კი იტალიაში თავისი სათამაშო სტილი შეიცვალა. ბურთს საჯარიმოს გარეთ იღებს და შეტევებსაც იწყებს. ორივე დიდი ჩემპიონია, მაგრამ მე ფსონს კიელინიზე ჩამოვდივარ. ასეთ დიდ მატჩები დაცვიდან იწყება“, – განუცხადა მარკიზიომ Sky Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 7 დეკემბერს გაიმართება.