მთავარი / სიახლეები / ანდრეა ბარძალიმ მძიმე ტრავმა მიიღო

ანდრეა ბარძალიმ მძიმე ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ანდრეა ბარძალი დაშავდა. ვეტერან ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აღენიშნება და დიდი ალბათობით, საქმე სერიოზულ დაზიანებასთან გვაქვს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ანდრეა მოედანზე გასვლას ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ეს კი, იანვარში მცველის გაყიდვას გამორიცხავს. აქამდე იწერებოდა, რომ დანიელე რუგანი და მეჰდი ბენატია სათამაშო დროით უკმაყოფილონი იყვნენ და ზამთარში ერთ-ერთის წასვლა იყო მოსალოდნელი.

37 წლის ბარძალიმ კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 7 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …