ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ სეზონის გალა დაჯილდოვებამდე იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ისაუბრა მასიმილიანო ალეგრის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დიბალა მხოლოდ თავდამსხმელი არაა და ყველა პოზიციაზე თამაშობს:
„იუვენტუსი“ და დიბალა – „ჩვენ ვიცით ჩვენი ძალა, კარგი პერიოდი გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი. გოლი „ინტერთან“? შესანიშნავი იქნებოდა, იმედია ასე მოხდება და „იუვე“ მოიგებს. ჩემი პოზიცია? მწვრთნელი მოედანზე თავისუფლება მაძლევს და ვეძებ სივრცეებს მეტოქის დაცვაში. ვეხმარები ნახევარდაცვასაც და თავდასხმასაც. თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ ყველანი ხელმისაწვდომები ვართ გუნდისთვის“, – თქვა დიბალამ.