მთავარი / სიახლეები / კიელინი: “რონალდუმ მოგვიტანა ის, რაც 2011 წელს პირლომ”

კიელინი: “რონალდუმ მოგვიტანა ის, რაც 2011 წელს პირლომ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. „კიელომ“ კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუზე, მიმდინარე სეზონის მიზნებზე, ბუფონზე, ბონუჩიზე და გაიხსენა დავიდე ასტორი…

რონალდუ – ვალენსიაში რონალდუ მიხვდა, რომ მის უკან მნიშვნელოვანი გუნდია. „მესტალიაზე“ დავამტკიცეთ, რომ მასთან ერთად და მის გარეშეც ძლიერი გუნდი ვართ. ჩვენი თავმოყვარეობა გაიზარდა. კრიშტიანუ საოცრად შრომობს, ნამდვილად სამაგალითოა. მან მოგვიტანა ის, რაც პირლომ 2011 წელს. გარდა ამისა, ევროპაში დამატებითი ღირებულებაა. არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც ყველასთან კარგად თამაშობენ და რონალდუც მათ შორისაა.

ამბიცია – ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს წასვლაა. ძლიერი და მნიშვნელოვანი შემადგენლობა გვყავს. ალეგრიმ კარგად იცის, რომელ მომენტში რომელი ფეხბურთელები გამოიყენოს.

ჯიჯი და ლეო – ჯიჯისთვის ეს დაწერილი გზა იყო. მან მნიშვნელოვანი როლი დატოვა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. გასახდელში ბევრი რამ მოგვცა ყველა ჩვენგანს, ჩვენ იტალიელებს და უცხოელ ახალგაზრდებს. კრიშტიანუს მოსვლამ კი შეავსო ის სიცარიელე, რომელიც ჯიჯის წასვლით წარმოიქმნა. ბონუჩი? – თითქოს, არც არასდროს წასულა, ჩვენთვის ფუნდამენტური ფიგურაა.

დავიდე ასტორი – ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის იღიმოდა, სიხარულით იყო სავსე. როდესაც იტალიის ნაკრებთან ერთად მილანში ვიყავი, მისი ძმები ვნახე და ეს ძალიან ემოციური გახლდათ. მათი ტკივილის წარმოდგენაც არ შემიძლია. „ფიორენტინასთან“ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ ყვავილების თაიგული მნიშვნელოვანი ჟესტი იქნებოდა. „ფიორენტინას“ ტიფოზები არ გვისტვენდნე და „არტემიო ფრანკიზე“ სასიამოვნო გარემო შეიქმნა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …