ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კლუბში არსებულ ვითარებაზე და სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა.
გარდა ამისა, კომენტარი პოლ პოგბას შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა:
„ჩვენ კონკრეტულ თამაშზე ვფიქრობთ და ვუყურებთ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, დარწმუნებულნი ვართ, რომ ქულებს ისეთი ტემპით მოვიპოვებთ, როგორც აქამდე. თუმცა, სატურნირო ცხრილს ბევრს არ ვუყურებთ, რადგან ახლა მხოლოდ დეკემბერია და ძალიან ადრეა.
მაროტა? – წარმატებებს ვუსურვებ, რამდენჯერმე ვისაუბრეთ და კმაყოფილები ვართ, რომ ისეთ დიდ გუნდში მიდის, როგორიც „ინტერია“. ჩვენ მეტოქეები ვიქნებით, მაგრამ მასთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნო იქნება.
ტრანსფერები? – მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც საკითხი ევალება, მწვრთნელის დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ გუნდი ყოველთვის გაუმჯობესდეს. ბაზარზე მუდამ ყურადღებით ვართ. ჩვენ გყავს კონკურენტუნარიანი გუნდი, დიდი ფეხბურთელებით. ასეთი გუნდის შექმნა ადვილი არ ყოფილა.
პოგბა? – უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ამ მომენტში „მანჩესტერის“ წევრია. შესაბამისად, ჩვენ, ჩვენი ფეხბურთელებით კმაყოფილნი ვართ“, – თქვა პარატიჩიმ.