მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “იუვე” ჩემი ცხოვრების ნაწილია და მის წინააღმდეგ თამაში არ მინდა”

ბუფონი: “იუვე” ჩემი ცხოვრების ნაწილია და მის წინააღმდეგ თამაში არ მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა „ბებერი ქალბატონის“ შესახებ ისაუბრა. ჯიჯის განცხადებით, „იუვენტუსთან“ თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ უნდა, რადგან არ იცის, შეძებს თუ არა ბურთების მოგერიებას.

„ყველა სხვა გუნდთან თამაში ჩემთვის მისაღები იქნება, ოღონდ „იუვესთან“ არა. „იუვე“ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც თითქმის 20 წელი გავატარე და მნიშვნელოვანი ურთიერთობები დავტოვე. თუმცა, ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც უნდა წახვიდე.

„იუვესთან“ შეხვედრა სასიამოვნო იქნება, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა. მინდა ეს არ მოხდეს, რადგან ჩემი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება, რადგან არ ვიცი შევძლებ თუ არა საუკეთესო სეივების გაკეთებას.

ანიელისთან ბევრჯერ ვისაუბრე და ვფიქრობდი, რომ ასეთი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დასრულების დრო მოვიდა. ან კარიერა უნდა დამესრულებინა, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ მივიღე საინტერესო წინადადება. სინამდვილეში „იუვესთან“ დამშვიდობება მშვიდად მოხდა.

რონალდუ? გუნდი ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე, უბრალოდ უდიდესი ფეხბურთელი დაემატა. გამარჯვებული წლების შემდეგ ასეთი შოკური ტრანსფერი საჭირო იყო, ახალი მოტივაციისთვის. ზედიზედ 7 სკუდეტოს შემდეგ ტიტულების მოგება ადვილი არაა, თუნდაც ყველაზე ძლიერი იყო. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი ტოპ ტრანსფერი გახლდათ.

“რეალთან” თამაში – ვფიქრობ მოედნიდან ღმერთმა გამაძევა.

„ფიორენტინასთან“ ბანერები – ეს ძალიან დელიკატური საკითხია. არ მინდა, ხალხის დადანაშაულება. არმგონია, რომ ეს „ფიორენტინას“ ნამდვილმა ქომაგებმა გააკეთეს“, – განაცხადა ბუფონმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …