წლის ბოლოს, იტალიაში 2017-2018 წლების სეზონი შეაჯამეს და საუკეთესოები სხვა და სხვა ნომინაციაში გამოავლინეს.
გასული სეზონის საუკეთესო გუნდად „იუვენტუსი“ დასახელდა. გარდა ამისა, საუკეთესო მწვრთნელის პრიზი მიიღო მასიმილიანო ალეგრიმ, ხოლო სეზონის სიმბოლურ ნაკრებში 4 „იუვენტუსის“ ფეხბურთელი მოხვდა (კანსელუ „ინტერში“ გატარებული სეზონით გამოარჩიეს).
ცალკეული ნომინაციების შედეგები ასეთია:
სიმბოლური ნაკრები (4-3-1-2) – ალისონი; კანსელუ, კიელინი, კულიბალი, ალექს სანდრო; ნაინგოლანი, პიანიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი; დიბალა; იკარდი, იმმობილე
საუკეთესო გოლი – მაურო იკარდი („სამპდორია“ – „ინტერი“)
საუკეთესო მეკარე – ალისონი („რომა“, „ლივერპული“)
სერია B-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – სანდრო ტონალი („ბრეშა“)
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ალია გუანი („ფიორენტინა“)
საუკეთესო მსაჯი – ჯანლუკა როკი
საუკეთესო მწვრთნელი – მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსი“)
საუკეთესო გუნდი – „იუვენტუსი“
საუკეთესო ფეხბურთელი – მაურო იკარდი („ინტერი“)