კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის გარეშე დარჩა. „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა France Football-ის პრესტიჟული ჯილდო ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო.
პორტუგალიელი ფეხბურთელი მეორე ადგილს დასჯერდა და ყოფილ თანაგუნდელ ლუკა მოდრიჩის ჩამორჩა. სწორედ ხორვატი დაეუფლა 2018 წლის ოქროს ბურთს.
წლის საუკეთესო 30 ფეხბურთელში რონალდუს გარდა კიდევ ერთი „იუვენტინო“ მოხვდა – მარიო მანჯუკიჩი 25-ე ადგილზე გავიდა.