ტურინის „იუვენტუსმა“ ერთდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა და დიდი იტალიური დერბისთვის მზადება დაიწყო.
ამჯერად, ინფორმაციას ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ გაგაცნობთ: ალექს სანდრო და სამი ხედირა ინდივიდუალურად ვარჯიშობენ და თითქმის გამორიცხულია, რომ „ინტერთან“ დაპირისპირებისთვის მზად იყვნენ. ემრე ჯანის საკითხი კი, ჯერ კიდევ გასარკვევია.
ამის ფონზე, „იუვე“ მილანურ გუნდთან სავარაუდოდ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:
შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, კანსელუ; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა; რონალდუ, მანჯუკიჩი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ შეხვედრა პარასკევს, 7 დეკემბერს, გაიმართება.