ტურინის „იუვენტუსის“ სკაუტები ბრაზილიაში იმყოფებოდნენ, სადაც „ატლეტიკო პარანაენსეს“ ორ ფეხბურთელს დააკვირდნენ.
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „იუვეს“ ინტერესის სფეროში მარცხენა მცველი რენან ლოდი და 21 წლის ნახევარმცველი ბრუნო გიმარაეში არიან. საინტერესოა, რომ ლოდის აგენტი ალექს სანდროს აგენტიცაა.
გამოცემა კი, ამ ეტაპზე სხვა დეტალებს არ ავრცელებს.