„ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ მატჩის დაწყებამდე უსიამოვნო ფაქტი მოხდა. „არტემიო ფრანკის“ სტადიონთან სტუმართა ფანებისთვის გამოყოფილი ტრიბუნის შესასვლელთან ფლორენციელმა ფანებმა ასეთი წარწერები დატოვეს:
„ეიზელი -39, შირეა ჯოჯოხეთში დაიწვა“….
გაეტანო შირეა „იუვენტუსის“ ლეგენდარული კაპიტანია, რომელიც 1989 წელს ავტოკატასტროფაში პოლონეთის გზაზე დაიღუპა. „ეიზელი“ – 39 კი, შემდეგნაირად იშიფრება: 1985 წელს, „იუვენტუსისა“ და „ლივერპულის“ მატჩის დაწყებამდე (ჩემპიონთა თასის ფინალი) ბრიუსელის სტადიონ „ეიზელის“ ტრიბუნა ჩამოინგრა და „იუვენტუსის“ 39 გულშემატკივარი დაიღუპა…
მატჩის შემდეგ „ფიორენტინამ“ პრეზიდენტის სახელით საშინელი წარწერები დაგმო:
„კლუბი მკაცრად გმობს „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტნის, გაეტანო შირეასა და „ეიზელის“ ტრაგედიის მსხვერპლთა შეურცხყოფას და შეურაცხმყოფელ წარწერებს“, – თქვა „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მომხდარზე კომენტარი „იუვეს“ თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმაც გააკეთა:
„ეს არის თავაზიანობისა და პატივისცემის კითხვა. ეს არაა გულშემატკივრობა, ეს არის კონკრეტული ადამიანების პრობლემა. ვინც ეს გააკეთა აუცილებლად უნდა დააკავონ. ეს საშინელი საქციელია. სამწუხაროა, რომ გრძელდება და პრობლემას ვერავინ აგვარებს“, – თქვა ალეგრიმ.
„რთულია ამაზე კომენტარი გააკეთო. იმ დღეს, როდესაც ჩვენ „ფიორენტინას“ კაპიტანს პატივი მივაგეთ, მათ ჩვენი ისტორიული კაპიტანი გაეტანო შირეა შეურაცხყვეს. მიუღებელია, სამწუხაროა, სამარცხვინოა. ეს არაა მხოლოდ ფლორენციის პრობლემა, არამედ იტალიაში არსებული ყველა სტადიონის პრობლემაა“, – აღნიშნა „იუვეს“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა.