ტურინის „იუვენტუსმა“ გუშინ „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:
შჩესნი 6.5 – „ფიორენტინამ“ ბევრჯერ დაარტყა, თუმცა ის ყოველთვის ყურადღებით იყო. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც ფერნანდესმა კიელინის მოგერიებული ბურთი დაბლოკა.
დე შლიო 7 – ფედერიკო კიეზა თამაშიდან გამოთიშა.
ბონუჩი 6.5 – მეორე ტაიმის დასაწყისში დაკარგა ბურთი და ეს ერთადერთი შეცდომა იყო.
კიელინი 7 – ჭკვიანურად და ძალით ითამაშა. გაიტანა უჩვეულო გოლი, რომელმაც თამაში დახურა.
კანსელუ 7 – ცვალებადი თამაში ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში პოზიტიური. მეორე ტაიმში კიეზას დარტყმა დაუბლოკა.
კუადრადო 7 – მეძალას პოზიციაზე ითამაშა და ამასთან, ყოველთვის მზად იყო ფლანგზე დაცვას დახმარებოდა.
დუგლას კოშტა შ.გ – ბრაზილიელმა მხოლოდ 7 წუთი ითამაშა.
ბენტანკური 7.5 – თავდაპირველად მეტოქის პრესინგის ქვეშ მოექცა და ალბათ ეს იმის ბრალი იყო, რომ მეძალას პოზიციაზე არ თამაშობდა. შემდეგ კი ძალიან მოუმატა და ანგარში გახსნა დიდი ნახევარმცველის გოლით.
მატუიდი 6.5 – ეს მისი მაქსიმუმი არ ყოფილა. ალბათ დაღლილობას განიცდიდა.
დიბალა 7 – ყველა ბურთს ტექნიკურად და ელეგანტურად ეხებოდა. რეჯისტას პოზიციაზე შესანიშნავი იყო. ბენტანკურის გოლში წვლილი შეიტანა.
მანჯუკიჩი 6.5 – ორი შეხებით ჭკვიანურად მოქმედებდა. გოლის გატანის შანსი არ ჰქონია.
კინი შ.გ – ახალგაზრდა ფორვარდმა მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა.
რონალდუ 7 – ბენტანკურს გოლის ეპიზოდში კარისკენ მანძილი დიდებულად გაუთავისუფლა. თერთმეტმეტრიანამდე მეკარისა და დაცვის პრესინგის ქვეშ იყო. მერე კი ლაფონი უშანსოდ დატოვა.
ბერნადერსკი შ.გ – ფედერიკო მოედანზე დაბრუნდა.