მთავარი / სიახლეები / “იუვესა” და რონალდუს რეკორდები

“იუვესა” და რონალდუს რეკორდები

ტურინის „იუვენტუსმა“ და კრიშტიანუ რონალდუმ „ფიორენტინასთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ რეკორდები დაამყარეს. „იუვემ“ 14 ტურში 40 ქულა დააგროვა და ასეთი შედეგი ისტორიაში არცერთ სხვა იტალიურ გუნდს არ დაუფიქსირებია.

რონალდუმ კი, ხსენებულ 14 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ბოლოს მსგავსი შედეგიანობით 1957-1958 წლების სეზონში ჯონ ჩარლზიმ ითამაშა (სადებიუტო სეზონში).

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მდევარ „ნაპოლის“ 11 ქულით უსწრებს.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …