ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელი კმაყოფილი დარჩა, როგორც საკუთარი, ისე გუნდის თამაშით.
„ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, რადგან „ფიორენტინა“ შესანიშნავი გუნდია. კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით, მაგრამ განსაკუთრებით გუნდის მიღწეული შედეგით.
ნორმალურია, რომ მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ამას კარგად ვუპასუხეთ და სახლში სამი ქულა წავიღეთ. ვიცით, რომ როდესაც ვუტევთ, მაშინაც შეიძლება რაღაც მოხდეს და ამიტომ დაცვაში ყურადღებით თამაში ყოველთვის საჭიროა. ჩვენს მოწინააღმდეგებს სიგნალი გავუგზავნეთ, ეს მნიშვნელოვანი თვე გახლავთ და იმედია, კონკურენტები ქულებს დაკარგავენ“, – აღნიშნა დე შილიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 14 ტურში მოპოვებული 40 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.