ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ თამაში შეაფასა. ალეგრის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგი სამუშაო შეასრულა და გამარჯვება დაიმსახურა.
„ეს გუნდი სავსეა ჩემპიონებით და აქვს ხასიათი. გამარჯვებისთვის საჭიროა თითოეული სანტიმეტრისთვის ბრძოლა, მეტი მანძილის დაფარვა, ფიზიკური მომზადება და ეს ყველაფერი ამ ფეხბურთელებს აქვთ.
ჩვენ ვითამაშეთ დატვირთულ გარემოში, რომელმაც მთელი ქალაქი გააერთიანა. ჩვენ ძალიან ყოჩაღად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში საწყისი ათი წუთი მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, მაგრამ მოვახერხეთ თავის დაცვა და ჩვენი შანსი გამოვიყენეთ. 2:0 მანამდეც შეიძლებოდა გაგვეხადა ანგარიში, თუმცა გუნდმა კარგად ითამაშა. შეტევაში დიდი ფეხბურთელები გვყავს და მათთვის მეტი სივრცეების შექმნაა საჭირო. ჩვენ დღეს ყურადღებით და კომპაქტურად ვითამაშეთ.
კუადრადო ნახევარდაცვაში? – ეს შეიძლება იყოს სამომავლო პერსპექტივა, რადგან დინამიური ფეხბურთელია. ამ პოზიციას სჭირდება, როგორც ფლანგის, ისე ცენტრის თამაშის კონტროლი და კუადრადოს ეს მახასიათებლები აქვს“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 14 ტურში მოპოვებული 40 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.