ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა „ტოტენჰემში“ გადასვლას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. Daily Mail-ის ინფორმაციით ინგლისურ კლუბს არგენტინელი ფეხბურთელის ყიდვა სურს და ეს თითქმის გადაწყვეტილია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება თვეზე მეტია მიმდინარეობს და 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „მამლები“ მზად არიან 90 მილიონი ევრო გადაიხადონ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ არიმ „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარი დიბალას ცრუ ცხრიანის ან გამთამაშებლის პოზიციაზე მოიაზრებდა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც დიბალა შვებულებიდან დაბრუნდება და იტალიელ სპეციალისტს დაელაპარაკება.