ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლონდონში გაფრინდა. ამის მიზეზი კი მოიზე კინისა და მატია პერინის ტრანსფერებია.
Sky Sport-ის ცნობით, კინის შეძენა “ევერტონს” უნდა და კიდევ ერთი მსურველი “არსენალია”, თუმცა ლივერპულელთა შანსი ამ ეტაპზე უფრო დიდია.
კინის “იუვესთან” კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება და მხარეები ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა იტალიელი მიმდინარე ზაფხულს გუნდს დატოვებს.
რაც შეეხება მატია პერინს, ლისაბონის “ბენფიკაში” ჩაშლილი ტრანსფერის შედეგ მას ბირმინგემის “ასტონ ვილას” ვარიანტი გამოუჩნდა, რომელიც პრემიერლიგას ახლახან დაუბრუნდა.