ტურინის “იუვენტუსმა” მერიჰ დემირალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ამ მომენტისთვის “ბებერი ქალბატონის” გადაწყვეტილებით, თურქი მცველი გუნდში დარჩება.
თუმცა, შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გადაწყვეტილება გადაიხედოს. აღსანიშნავია, რომ დემირალმა ორივე სპარინგში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ თურქი ფეხბურთელი “იუვეში” 18 მილიონ ევროდ გადავიდა, ხოლო მისი გადაბირებით “მილანია” დაინტერესებული.