ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ “ინტერთან” შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, “იუვემ” გამარჯვება დაიმსახურა.
“ეს ჩემთვის სასიამოვნოა. ჩინელი გულშემატკივრები ფანტასტიკურები არაინ, მათი მხარდაჭერა ჩემდამი და “იუვენტუსისადმი” ემოციურია.
“ინტერი” ფანტასტიკური გუნდია, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს და ყოველთვის სასიამოვნოა საუკეთესოებთან კონკურენცია. ასეთ მატჩებში თამაში სასიამოვნოა. შეხვედრას რაც შეეხება, მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ”, – თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” “ინტერი” (1:1) პენალტების სერიაში დაამარცხა. კრიშტიანუმ გოლი გაიტანა, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონმა სამი პენალტი მოიგერია.