მთავარი / თეგის არქივი: ტოტენჰემი

თეგის არქივი: ტოტენჰემი

ბენტანკური: “იუვემ” გამარჯვების სურვილი დაკარგა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა როდრიგო ბენტანკურმა „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ტურინულმა კლუბმა გამარჯვების სურვილი დაკარგა. „იუვენტუსში“ პირველი 3 წელი ზრდის და განვითარების წელი იყო. ბოლო ორ სეზონში გამარჯვების შიმშილი და მრისხანება დავკარგეთ. როდესაც ბევრს იგებ, არსებობს რისკი, რომ ყველაფერს შეეგუო და მოტივაცია დაკარგო. ჩემი ოცნება „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა …

სრულად წაკითხვა »

კონტე: “ეს ჭორები ალეგრის და ასევე ჩემი უპატივცემულობაა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოეხმაურა ჭორებს, რომლის მიხედვით ის ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნებას აპირებს და ტურინელებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. კონტეს განცხადებით, ეს, როგორც მისი, ისე მასიმილიანო ალეგრის უპატივცემულობაა. „ვფიქრობ, ეს არის უპატივცემულობა ალეგრისა და ჩემი, რადგან „ტოტენჰემში“ ვმუშაობ, სეზონი კი ახლახან დაიწყო. ბევრჯერ მილაპარაკია ამ თემაზე და ყოველთვის …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “ტოტენჰემში” ყველაფერი უკეთესია, ვიდრე “იუვენტუსში”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და „ტოტენჰემში“ ყველაფერი უკეთაა, ვიდრე იტალიურ გუნდში იყო. „მე არაფერი შემიცვლია საკუთარ თავში ამ თვეებში. მენტალურად ყოველთვის მზად ვიყავი მოედანზე ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. „ტოტენჰემში“ ყველაფერი უკეთესია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ვიდრე „იუვენტუსში“. ახლა ნამდვილად ყოველთვის თამაში …

სრულად წაკითხვა »

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის წინ ტურინში თავის აგენტთან შენიშნეს და საუბრობენ, რომ ტურინული გრანდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ანტონიო ამჟამად „ტოტენჰემში“ მუშაობს, მაგრამ კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ამდენად, ის მომდევნო სეზონში სავარაუდოდ თავისუფალი იქნება. ჯონ …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “იუვეში” ბევრი რამ არ მუშაობდა, ახლა უკეთ ვარ, მწვრთნელიც მენდობა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ შვედურ მედიასთან „იუვენტუსში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა ახლა თავს უკეთ გრძნობს და ტურინულ გუნდში მისთვის ყველაფერი იმედგაცრუება იყო. „მოთამაშისთვის ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. „იუვენტუსში“ იყო ბევრ რამ, რაც არ მუშაობდა და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. „ტოტენჰემში“ ახალ ჰაერს ვსუნთქავ, უკეთესი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან, უკეთ …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “არ ვიცი “იუვენტუსში” რატომ ვერ ვითამაშე, პრემიერლიგაში სხვა სპორტია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სულ სხვა ფეხბურთია, ვიდრე იტალიაში – გაცილებით, სწრაფი და ინტენსიური. „გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რატომ ვერ ვითამაშე „იუვენტუსში“. ფეხბურთში ხანდახან ასე ხდება, ცოტა სათამაშო დრო მქონდა და ვერ ვაკეთებდი იმას, რაც შემიძლია. ცხოვრება გრძელდება, იქ ბევრი კარგი მოგონება მაქვს. განსაკუთრებით, …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ლამაზი წლებისთვის”

ტურინის „იუვენტუსს“ როდრიგო ბენტანკური ემოციური წერილით დაემშვიდობა. როგორც მან ინსტაგრამში დაწერა, ყოველთვის მადლიერი იქნება ამ კლუბის და ფანებსაც მადლობა გადაუხადა. „ამ კლუბმა საშუალება მომცა ძალიან პატარა ასაკში ევროპაში ჩავსულიყავი, მეთამაშა ისეთ მნიშვნელოვან ჩემპიონატში, როგორიც იტალიაა, მაგრამ პირველ რიგში ჩამეცვა ისტორიული და პრესტიჟული მაისური. ეს ჩემთვის პატივი იყო და ყოველთვის მადლიერი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: დეიან კულუშევსკიმ “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსი“ დეიან კულუშევსკიმ დატოვა. „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შვედი ფეხბურთელი ლონდონის „ტოტენჰემს“ 18-თვიანი იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 10 მილიონი ევროა, ხოლო ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ (პლუს 5 მილიონი ბონუსი). დეიან კულუშევსკი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 74 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე პასი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: როდრიგო ბენტანკურმა “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ როდრიგო ბენტანკურის „ტოტენჰემში“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებმა 19 მილიონი ევრო გაიღეს, რასაც 6 მილიონი ევრო ბონუსად დაემატება. ბენტანკური „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 181 მატჩში 3 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან 3-ჯერ მოიგო სკუდეტო, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი და 2-ჯერ იტალიის თასი. აღსანიშნავია, რომ …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “აქ ძალიან კარგი დრო გავატარე, იმედი მაქვს დავბრუნდები”

დეიან კულუშევსკიმ ტურინი დატოვა და ლონდონში გაფრინდა, სადაც „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს გააფორმებს. შვედ ფეხბურთელს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს და ის „იუვეს“ ფანებს დაემშვიდობა: „იუვენტუსში“ ძალიან კარგი დრო გავატარე, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დავბრუნდები“, – თქვა დეიანმა. შეგახსენებთ, რომ კულუშევსკიმ „იუვეს“ მაისურით 2020 წლიდან 74 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე პასი …

სრულად წაკითხვა »