მთავარი / სიახლეები / კულუშევსკი: “არ ვიცი “იუვენტუსში” რატომ ვერ ვითამაშე, პრემიერლიგაში სხვა სპორტია”

კულუშევსკი: “არ ვიცი “იუვენტუსში” რატომ ვერ ვითამაშე, პრემიერლიგაში სხვა სპორტია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სულ სხვა ფეხბურთია, ვიდრე იტალიაში – გაცილებით, სწრაფი და ინტენსიური.

„გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რატომ ვერ ვითამაშე „იუვენტუსში“. ფეხბურთში ხანდახან ასე ხდება, ცოტა სათამაშო დრო მქონდა და ვერ ვაკეთებდი იმას, რაც შემიძლია. ცხოვრება გრძელდება, იქ ბევრი კარგი მოგონება მაქვს. განსაკუთრებით, კარგად გასული სეზონის იტალიის თასის ფინალი მახსენდება, როცა „ატალანტა“ დავამარცხეთ.

„იუვენტუსში“ ასე იყო, მაგრამ ახლა „ტოტენჰემში“ ვთამაშობ და ძალიან ბედნიერი ვარ. პირველივე დღეს, რაც აქ ვარჯიშზე ვნახე, გამაოცა. ისინი სხვა სპორტს თამაშობენ, ბევრად უფრო სწრაფ და ინტენსიურს, ბევრი სპრინტით და ფიზიკური დატვირთვით. აქ ჯარიმები პრაქტიკულად არ არსებობს”, – თქვა კულუშევსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დეიან კულუშევსკიმ „იუვენტუსში“ ჩატარებულ 74 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ის „ტოტენჰემს“ 18-თვიანი იჯარით შეუერთდა, მაგრამ ინგლისელებს მისი გამოსყიდვაც შეეძლებათ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …