მთავარი / სიახლეები / კულუშევსკი: “იუვეში” ბევრი რამ არ მუშაობდა, ახლა უკეთ ვარ, მწვრთნელიც მენდობა”

კულუშევსკი: “იუვეში” ბევრი რამ არ მუშაობდა, ახლა უკეთ ვარ, მწვრთნელიც მენდობა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ შვედურ მედიასთან „იუვენტუსში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა ახლა თავს უკეთ გრძნობს და ტურინულ გუნდში მისთვის ყველაფერი იმედგაცრუება იყო.

„მოთამაშისთვის ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. „იუვენტუსში“ იყო ბევრ რამ, რაც არ მუშაობდა და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. „ტოტენჰემში“ ახალ ჰაერს ვსუნთქავ, უკეთესი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან, უკეთ ვვარჯიშობ, ფიზიკურად ჩემი სხეული უკეთაა“, – თქვა კულუშევსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დეიან კულუშევსკი „ტოტენჰემში“ 2023 წლის ზაფხულამდე იჯარით გადავიდა, მაგრამ მომდევნო სეზონში კლუბისა და ფეხბურთელის ინდივიდუალური შედეგების საფუძველზე შესაძლოა გამოსყიდვის ვალდებულების ვარიანტი ამუშავდეს. მან ლონდონელთა მაისურით 11 მატჩში 2 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …