მთავარი / თეგის არქივი: დეიან კულუშევსკი

თეგის არქივი: დეიან კულუშევსკი

კულუშევსკი: “ტოტენჰემში” ყველაფერი უკეთესია, ვიდრე “იუვენტუსში”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და „ტოტენჰემში“ ყველაფერი უკეთაა, ვიდრე იტალიურ გუნდში იყო. „მე არაფერი შემიცვლია საკუთარ თავში ამ თვეებში. მენტალურად ყოველთვის მზად ვიყავი მოედანზე ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. „ტოტენჰემში“ ყველაფერი უკეთესია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ვიდრე „იუვენტუსში“. ახლა ნამდვილად ყოველთვის თამაში …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “იუვეში” ბევრი რამ არ მუშაობდა, ახლა უკეთ ვარ, მწვრთნელიც მენდობა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ შვედურ მედიასთან „იუვენტუსში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა ახლა თავს უკეთ გრძნობს და ტურინულ გუნდში მისთვის ყველაფერი იმედგაცრუება იყო. „მოთამაშისთვის ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. „იუვენტუსში“ იყო ბევრ რამ, რაც არ მუშაობდა და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. „ტოტენჰემში“ ახალ ჰაერს ვსუნთქავ, უკეთესი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან, უკეთ …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “არ ვიცი “იუვენტუსში” რატომ ვერ ვითამაშე, პრემიერლიგაში სხვა სპორტია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სულ სხვა ფეხბურთია, ვიდრე იტალიაში – გაცილებით, სწრაფი და ინტენსიური. „გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რატომ ვერ ვითამაშე „იუვენტუსში“. ფეხბურთში ხანდახან ასე ხდება, ცოტა სათამაშო დრო მქონდა და ვერ ვაკეთებდი იმას, რაც შემიძლია. ცხოვრება გრძელდება, იქ ბევრი კარგი მოგონება მაქვს. განსაკუთრებით, …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: დეიან კულუშევსკიმ “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსი“ დეიან კულუშევსკიმ დატოვა. „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შვედი ფეხბურთელი ლონდონის „ტოტენჰემს“ 18-თვიანი იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 10 მილიონი ევროა, ხოლო ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ (პლუს 5 მილიონი ბონუსი). დეიან კულუშევსკი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 74 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე პასი …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “აქ ძალიან კარგი დრო გავატარე, იმედი მაქვს დავბრუნდები”

დეიან კულუშევსკიმ ტურინი დატოვა და ლონდონში გაფრინდა, სადაც „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს გააფორმებს. შვედ ფეხბურთელს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს და ის „იუვეს“ ფანებს დაემშვიდობა: „იუვენტუსში“ ძალიან კარგი დრო გავატარე, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დავბრუნდები“, – თქვა დეიანმა. შეგახსენებთ, რომ კულუშევსკიმ „იუვეს“ მაისურით 2020 წლიდან 74 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე პასი …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი და ბენტანკური “ტოტენჰემში”, ზაკარია “იუვეში” – ყველაფერი გადაწყდა

დეიან კულუშევსკი და როდრიგო ბენტანკური კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებენ. ტრანსფერები დაიხურა, ამის შესახებ ფაბრიციო რომანო და რომეო აგრესტი იტყობინებიან. ბენტანკური ინგლისურ კლუბში 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა, რასაც ბონუსის სახით 6 მილიონი ევრო დაემატება. როდრიგო „იუვეში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 181 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან ბოლო მატჩი ტურინულ გრანდში …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკის და ბენტანკურის ტრანსფერები პრაქტიკულად გადაწყდა

ტურინის „იუვენტუსში“ ზამთრის სატრანსფერო ბოლო დღეებში ბევრი სიახლეა. პრაქტიკულად გადაწყდა, რომ გუნდს როდრიგო ბენტანკური და დეიან კულუშევსკი დატოვებენ. იტალიური მედიის ცნობით, კულუშევსკის ტრანსფერი შეთანხმდა და ფეხბურთელი ლონდონის „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს ხვალ გააფორმებს. შვედი ინგლისურ გუნდს სეზონის ბოლომდე იჯარით 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, ხოლო „ტოტენჰემს“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება 35 მილიონ …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკის ტრანსფერზე “იუვენტუსი” და “ტოტენჰემი” საუბრობენ

დეიან კულუშევსკის „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლაზე აქტიურად საუბრობენ და ის გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატია. შვედი ფეხბურთელი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, ამიტომაც, კლუბი ცდილობს, ის გაასხვისოს. იტალიური მედია წერს, რომ ლონდონის „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც ფაბიო პარატიჩი მუშაობს – ადამიანი, რომელმაც დეიანი „იუვეში“ მიიყვანა. საუბარი ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე ან სრულად …

სრულად წაკითხვა »

“ტოტენჰემი” კულუშევსკით დაინტერესდა

დეიან კულუშევსკი „იუვენტუსის“ დატოვების კანდიდატია და ჰორიზონტზე როგორც ჩანს „ტოტენჰემი“ გამოჩნდა. ბრიტანული მედიის ცნობით, შვედი ფეხბურთელის გადაბირებით ანტონიო კონტეა დაინტერესებული. ლონდონელები მზად არიან დეიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულებით დაიმატონ. „იუვენტუსი“ ფეხბურთელის სრულად გაყიდვის შემთხვევაში 40 მილიონს ითხოვს, დაახლოებით იმდენს, რამდენადაც შეიძინა. გასულ სეზონში კულუშევსკიმ 47 მატჩში 7 გოლი …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკიმ შესაძლოა “იუვე” დატოვოს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში დეიან კულუშევსკიმ დატოვოს. შვედმა შემტევმა მასიმილიანო ალეგრი თავის შესაძლებლობებში ვერ დაარწმუნა და ამიტომაც, მისი წასვლის წინააღმდეგი მწვრთნელი არაა. იტალიური მედიის ცნობით, საუბარია სეზონის ბოლომდე იჯარით გასხვისებაზე. როგორც ცნობილი გახდა, კულუშევსკის „ევერტონი“ იწვევდა, მაგრამ ფეხბურთელმა ლივერპულურ გუნდში გადასვლაზე უარი თქვა. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული დეტალი უცნობია. …

სრულად წაკითხვა »