მთავარი / სიახლეები / კულუშევსკის და ბენტანკურის ტრანსფერები პრაქტიკულად გადაწყდა

კულუშევსკის და ბენტანკურის ტრანსფერები პრაქტიკულად გადაწყდა

ტურინის „იუვენტუსში“ ზამთრის სატრანსფერო ბოლო დღეებში ბევრი სიახლეა. პრაქტიკულად გადაწყდა, რომ გუნდს როდრიგო ბენტანკური და დეიან კულუშევსკი დატოვებენ.

იტალიური მედიის ცნობით, კულუშევსკის ტრანსფერი შეთანხმდა და ფეხბურთელი ლონდონის „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს ხვალ გააფორმებს. შვედი ინგლისურ გუნდს სეზონის ბოლომდე იჯარით 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, ხოლო „ტოტენჰემს“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება 35 მილიონ ევროდ, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა და დეიანი მატჩების ნახევარს მაინც ითამაშებს.

როდრიგო ბენტანკურიც „ტოტენჰემში“ გადავა. ამ შემთხვევაშიც თითქმის ყველაფერი გარკვეულია და ურუგვაელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით ინგლისელები 24 მილიონ ევროს გაიღებენ

შეგახსენებთ, რომ დეიან კულუშევსკი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და დღემდე 74 მატჩში თავი 9 გოლით გამოიჩინა.

რაც შეეხება ბენტანკურს, მან 2017 წლიდან შავ-თეთრი მაისური 181-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა.

კულუშევსკისა და ბენტანკურის წასვლის შემდეგ „იუვენტუსი“ შვეიცარიის ნაკრებისა და „გლადბახის“ საყრდენ ნახევარმცველ დენის ზაკარიას დაიმატებს. ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკებები გერმანულ გუნდთან მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი წარმატებით დაიხურება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …