მთავარი / სიახლეები / ზაკარიას ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა, “იუვე” ნანდესის დამატებასაც ცდილობს

ზაკარიას ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა, “იუვე” ნანდესის დამატებასაც ცდილობს

ტურინის „იუვენტუსი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა.

დუშან ვლაჰოვიჩი გუნდმა უკვე დაიმატა, პრაქტიკულად გადაწყვეტილია დენის ზაკარიას ტრანსფერიც, მაგრამ მხოლოდ ეს არის.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინული კლუბი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „კალიარისთან“ ნაჰიტან ნანდესის ტრანსფერზე. „იუვე“ მზადაა სანაცვლოდ კაიო ჟორჟე დათმოს და ბრაზილიელი სარდინიაზე სეზონის ბოლომდე იჯარით გაუშვას.

სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს იხურება, ამიტომაც, ყველაფერი უახლოეს ხანებში საბოლოოდ გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ გარდა ამისა, ლონდონის „ტოტენჰემში“ დეიან კულუშევსკისა და როდრიგო ბენტანკურის ტრანსფერები პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …