მთავარი / სიახლეები / კულუშევსკის ტრანსფერზე “იუვენტუსი” და “ტოტენჰემი” საუბრობენ

კულუშევსკის ტრანსფერზე “იუვენტუსი” და “ტოტენჰემი” საუბრობენ

დეიან კულუშევსკის „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლაზე აქტიურად საუბრობენ და ის გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატია.

შვედი ფეხბურთელი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, ამიტომაც, კლუბი ცდილობს, ის გაასხვისოს. იტალიური მედია წერს, რომ ლონდონის „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც ფაბიო პარატიჩი მუშაობს – ადამიანი, რომელმაც დეიანი „იუვეში“ მიიყვანა.

საუბარი ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე ან სრულად გაყიდვაზე. პარატიჩის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან იდილიური ურთიერთობა აღარ აქვს, ამიტომაც მოლაპარაკებების შუამავალი ფეხბურთელის აგენტი ალესანდრო ლუჩია.

მხარეები საუბრობენ იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით, რომელიც შეიძლება ვალდებულად გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში იქცეს. ლონდონელები მზად არიან შვედის გამოსასყიდად თუ ამას გადაწყვეტენ 30 მილიონი ევრო გაიღონ.

შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, მაგრამ შეიძლება ყველაფერი წარმატებით დაიხუროს და დიდი შანსია, რომ ფეხბურთელი პრემიერლიგაში გადავიდეს.

გასულ სეზონში კულუშევსკიმ 47 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 27 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. თუმცა, მხოლოდ 972 წუთი ითამაშა, რაც საშუალოდ 36 წუთია თამაშში, მაშინ, როცა გასულ სეზონში მოედანზე მატჩში საშუალოდ 58 წუთს ატარებდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …