მთავარი / სიახლეები / “ტოტენჰემი” კულუშევსკით დაინტერესდა

“ტოტენჰემი” კულუშევსკით დაინტერესდა

დეიან კულუშევსკი „იუვენტუსის“ დატოვების კანდიდატია და ჰორიზონტზე როგორც ჩანს „ტოტენჰემი“ გამოჩნდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, შვედი ფეხბურთელის გადაბირებით ანტონიო კონტეა დაინტერესებული. ლონდონელები მზად არიან დეიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულებით დაიმატონ. „იუვენტუსი“ ფეხბურთელის სრულად გაყიდვის შემთხვევაში 40 მილიონს ითხოვს, დაახლოებით იმდენს, რამდენადაც შეიძინა.

გასულ სეზონში კულუშევსკიმ 47 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი 27 თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. თუმცა, მხოლოდ 972 წუთი ითამაშა, რაც საშუალოდ 36 წუთია თამაშში, მაშინ, როცა გასულ სეზონში მოედანზე მატჩში საშუალოდ 58 წუთს ატარებდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …