მთავარი / სიახლეები / აარონ რემზიმ 5 კლუბი უარით გაისტუმრა და 7 მილიონს უთამაშებლად იღებს

აარონ რემზიმ 5 კლუბი უარით გაისტუმრა და 7 მილიონს უთამაშებლად იღებს

ტურინის „იუვენტუსი“ აარონ რემზის გაყიდვას ვერ ახერხებს. უელსელი ფეხბურთელი კატეგორიული წინააღმდეგია „ბებერი ქალბატონიდან“ წასვლის მიუხედავად იმისა, რომ იცის სათამაშო პრაქტიკას ვერ მიიღებს.

რემზი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, მას ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდანაც ამოიღებენ.

იტალიური მედიის ცნობით, აარონს „ბარნლი“, „კრისტალ პალასი“, „ასტონ ვილა“, „ნიუკასლი და „ვულვზი“ იწვევდნენ, მაგრამ ყველა კლუბი უარით გაისტუმრა. სატრანსფერო ფანჯარა კი 3 დღეში იხურება.

რემზის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ არ თამაშობს, სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც კლუბს მძიმე ტვირთად აწვება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …