მთავარი / სიახლეები / კულუშევსკი: “აქ ძალიან კარგი დრო გავატარე, იმედი მაქვს დავბრუნდები”

კულუშევსკი: “აქ ძალიან კარგი დრო გავატარე, იმედი მაქვს დავბრუნდები”

დეიან კულუშევსკიმ ტურინი დატოვა და ლონდონში გაფრინდა, სადაც „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს გააფორმებს.

შვედ ფეხბურთელს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს და ის „იუვეს“ ფანებს დაემშვიდობა:

„იუვენტუსში“ ძალიან კარგი დრო გავატარე, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დავბრუნდები“, – თქვა დეიანმა.

შეგახსენებთ, რომ კულუშევსკიმ „იუვეს“ მაისურით 2020 წლიდან 74 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა. ის „ტოტენჰემს“ იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით შეუერთდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …