მთავარი / სიახლეები / “იუვემ” ძანიოლოს ტრანსფერში შესაძლოა მაკკენი ჩართოს

“იუვემ” ძანიოლოს ტრანსფერში შესაძლოა მაკკენი ჩართოს

ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში პაულო დიბალას შეცვლა მოუწევს და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ნიკოლო ძანიოლო სახელდება, რომელიც „რომასთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ამიტომაც, რომაელებს ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევთ.

ძანიოლო დაახლოებით 50 მილიონ ევროდ ფასობს და Calciomercato-ს ცნობით, „იუვე“ ფასის შესამცირებლად ეცდება გარიგებაში ვესტონ მაკკენი ჩართოს. ის „რომას“ ამერიკული მენეჯმენტისთვის საინტერესო ფიგურაა, რადგან ვესტონი ამერიკელია და „რომას“ პოპულარობას ამერიკულ ბაზარზე გაზრდის.

თუმცა, მასიმილიანო ალეგრის მაკკენი მოსწონს და მასთან შელევას, ურჩევნია არტური გაასხვისოს. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, გუნდი ორივე ნახევარმცველმა დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსს“ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ძანიოლოს გარდა, არგენტინელის მემკვიდრეთა შორის ყველაზე აქტიურად ჯაკომო რასპადორიც სახელდება. ასევე გაიჟღერა მოჰამედ სალაჰის სახელმაც, მაგრამ ეგვიპტელის ხელფასი „იუვეს“ ძალიან ძვირი დაუჯდება, რის გამოც ტრანსფერის შანსი მინიმალურია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …