მთავარი / სიახლეები / კონტე: “ეს ჭორები ალეგრის და ასევე ჩემი უპატივცემულობაა”

კონტე: “ეს ჭორები ალეგრის და ასევე ჩემი უპატივცემულობაა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოეხმაურა ჭორებს, რომლის მიხედვით ის ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნებას აპირებს და ტურინელებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.

კონტეს განცხადებით, ეს, როგორც მისი, ისე მასიმილიანო ალეგრის უპატივცემულობაა.

„ვფიქრობ, ეს არის უპატივცემულობა ალეგრისა და ჩემი, რადგან „ტოტენჰემში“ ვმუშაობ, სეზონი კი ახლახან დაიწყო. ბევრჯერ მილაპარაკია ამ თემაზე და ყოველთვის ვამბობდი, რომ ბედნიერი ვარ და მსიამოვნებს „ტოტენჰემში“ მუშაობა. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორთან. ჩვენ კონტრაქტი იმიტომ გავაფორმეთ, რომ ორივე მხარე კმაყოფილი ვართ. რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ. არ მსურს ამ თემაზე საუბარი, რადგან ეს ალეგრის და ჩემი უპატივცემულობაა“, – თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …