მთავარი / სიახლეები / ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ.

კონტე ორი დღის წინ ტურინში თავის აგენტთან შენიშნეს და საუბრობენ, რომ ტურინული გრანდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ანტონიო ამჟამად „ტოტენჰემში“ მუშაობს, მაგრამ კონტრაქტის განახლებაზე უარს ამბობს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ამდენად, ის მომდევნო სეზონში სავარაუდოდ თავისუფალი იქნება.

ჯონ ელკანს და პაველ ნედვედს კონტეს დაბრუნება სურთ, ანდრეა ანიელი წინააღმდეგია, მაგრამ თუ კლუბის სხვა წევრები კონტეზე შეჯერდებიან, არჩევანთან შეგუება მოუწევს. ანტონიო კონტეს დაბრუნება მხოლოდ ზაფხულშია მოსალოდნელი, თუმცა, ცხადია, ეს ამბავი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „იუვენტუსში“ 1991-2004 წლებში თამაშობდა, ხოლო 2011-2014 წლებში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …