მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: როდრიგო ბენტანკურმა “იუვენტუსი” დატოვა

ოფიციალურად: როდრიგო ბენტანკურმა “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ როდრიგო ბენტანკურის „ტოტენჰემში“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებმა 19 მილიონი ევრო გაიღეს, რასაც 6 მილიონი ევრო ბონუსად დაემატება.

ბენტანკური „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 181 მატჩში 3 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან 3-ჯერ მოიგო სკუდეტო, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი და 2-ჯერ იტალიის თასი.

აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლების სეზონიდან „იუვენტუსში“ მასზე მეტი მატჩი სერია A-ში არავის უთამაშია (133 როგორც პაულო დიბალას).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …