მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: ფედერიკო გატი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: ფედერიკო გატი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო გატის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 23 წლის მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„ფროზინონემ“, სადაც გატი თამაშობდა, 7.5 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ გატი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით იტალიურ კლუბში დარჩება.

ფედერიკო გატი ცენტრალური მცველია და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ გატი 4 წლის წინ ოჯახს ფინანსურად რომ დახმარებოდა, აგურის ქარხანაში მუშაობდა და საღამოობით ვარჯიშობდა. ახლა კი სხვა ეტაპზე გადავიდა და “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …