მთავარი / თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ (გვერდი 14)

თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

კულუსევსკი: “რონალდუს შეჩერება შეუძლებელია”

14 ოქტომბერს დეიან კულუსევსკის შვედეთი კრიშტიანუ რონალდუს დაუპირისპირდება. შვედურ მედიასთან „იუვენტუსის“ 20 წლის შემტევმა გამოცდილ თანაგუნდელზე ისაუბრა. „როგორ შევაჩერებთ რონალდუს? ამის გაკეთება შეუძლებელია. მატჩის ბედს მარტო წყვეტს. პირველ მატჩში ვერ შევძელით მისი შეჩერება (დუბლი შეასრულა – რედ), ოთხშაბათს კიდევ ერთხელ ვეცდებით. მან მითხრა, რომ პირველი შეხვედრიდან ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დარჩა …

სრულად წაკითხვა »

დე ლუკა: “ნაპოლის” მადლობა უნდა უთხრან, რონალდუ ინფიცირებისგან ვიხსენით”

იტალიის რეგიონის, კამპანიის გუბერნატორმა ვინჩენცო დე ლუკამ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ნაპოლის“ მადლობა უნდა გადაუხადონ, რომ ტურინში არ ჩავიდა და ამ გზით კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით დაინფიცირებისგან იხსნეს. „ნაპოლის“ კოვიდინფიცირებული ორი ფეხბურთელი ჰყავდა და კამპანიის ჯანდაცვის უწყებამ გააკეთა ის, რასაც კანონი მოითხოვდა. ისინი თვითიზოლაციაში არიან იქამდე, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ …

სრულად წაკითხვა »

Gazzetta: რონალდუმ “იუვეს” ბოსებს თანაგუნდელების წინაშე დაუყვირა

„იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ არშემდგარი თამაშის შემდეგ კარანტინი დაარღვიეს და თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში გაემგზავრნენ. მათ შორის არიან კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა, ხუან კუადრადო, როდრიგო ბენტანკური, დანილო, მერიჰ დემირალი და ჯიჯი ბუფონი. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ყველაზე მეტად კრიშტიანუ რონალდუ გაბრაზდა, როდესაც გაიგო, რომ J Hotel-ს ვერ დატოვებდა, სანამ ჯანდაცვის უწყებებისგან …

სრულად წაკითხვა »

რუი კოშტამ პირლოზე, რონალდუზე და მორატაზე ისაუბრა

ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მანუელ რუი კოშტამ ანდრეა პირლოს, კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას შესახებ ვრცლად ისაუბრა. რუი კოშტას აზრით, რონალდუ პირლოს ხელმძღვანელობით ისე ითამაშებს, როგორც ამას ზინედინ ზიდანთან ახერხებდა. „პირლო გატუზოს წინააღმდეგ? პირველ რიგში ვწუხვარ, რომ ისინი „მილანში“ არ არიან და „როსონერის“ მეტოქეები არიან. ამას გარდა, სასიამოვნოა, რომ ისინი დიდ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “გუნდი პირლოსთან ერთად უფრო ბედნიერია, ვიდრე შარშან”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც „რომასთან“ დუბლი შეასრულა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი ფეხბურთელის აზრით, გუნდი ახლა უფრო ბედნიერია, ვიდრე შარშან. „ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ თამაში გართულდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქულისმოპოვება მოვახერხეთ. სეზონის დასაწყისია, ახალ მწვრთნელი, ახალი იდეები, მაგრამ გუნდის დიდ მომავალს ვხედავ. ჩემპიონატი კონკურენტუნარიანია, გუნდები გაძლიერდნენ და უფრო რთული იქნება. …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი: “რონალდუმ მითხრა, რომ “ბარსელონაში” ბედნიერი ვიქნებოდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა და ახლა უკვე „ბარსელონას“ ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა Mundo Deportivo-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „იუვეს“ შესახებაც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. „გამორჩეულ ფეხბურთელებთან ვითამაშე, მათ შორის ტოტის, რონალდუს და ბუფონს გამოვყოფ. მთავარია მენტალიტეტი და მათ უნიკალური მენტალიტეტი აქვთ. ისინი მრავალი წელი უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ და ამისთვის საჭიროა გიყვარდეს ფეხბურთი და …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ კულუსევსკი შეაქო: “ერთად ბევრ გოლს გავიტანთ”

პორტუგალიის ნაკრებმა შვედეთი კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:0 დაამარცხა. ერთმანეთის წინააღმდეგ „იუვენტუსში“ თანაგუნდელებმა, რონალდუმ და დეიან კულუსევსკიმ ითამაშეს, რომელიც ტურინულ გრანდს ახლახან შეუერთდა. თამაშის შემდეგ კრიშტიანუმ 20 წლის თანაგუნდელი შვედურ ტელევიზიასთან შეაქო: „მასში დიდ პოტენციალს და ნიჭს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, დეიანი ყველაფერს გააკეთებს და „იუვეში“ დიდი საქმეების გაკეთებაში დაგვეხმარება. ნამდვილად ვისიამოვნე …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუს სუპერ ჯარიმა და სუპერ გოლები შვედეთთან [VIDEO]

კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მოირჩინა და შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ დიდებული მატჩიც ჩაატარა. მისი დუბლით პორტუგალიამ სკანდინავიელები 2:0 დაამარცხა. “იუვეს” ფორვარდმა ორივე ულამაზესი გოლი გაიტანა. ჯერ საჯარიმო დარტყმით, მერე საჯარიმოს გარედან. აღსანიშნავია, რომ მას ეროვნულ ნაკრებში უკვე 101 გოლი აქვს გატანილი და სანაკრებო დონეზე რეკორდამდე რვა გოლი აშორებს (ირანელი ალი დაეი 109 …

სრულად წაკითხვა »

მონტერო: “პირლოს ზიდანის ქარიზმა აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო მონტერომ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და ის ზინედინ ზიდანს შეადარა. გარდა ამისა. აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთვის ლუის სუარესი იდეალური მეწყვილე იქნება. „როგორც გულშემატკივარი, ამას არ ველოდი, მაგრამ ანდრეა შთამბეჭდავი ინტელექტის მქონე ადამიანია. გამიმართლა,რომ მას ვიცნობ და ის ჩუმი, მაგრამ შესანიშნავი ადამიანია. დიდი ქარიზმა აქვს. შედარების …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე ტრავმა მიიღო. ამის შესახებ ლუზიტანელთა ვებგვერდი იტყობინება. რონალდუს მარჯვენა ფეხის თითზე ინფექცია აქვს და ამის გამო ბოლო ვარჯიში გამოტოვა. ჯერჯერობით ტრავმის ხარისხი უცნობია. ამ ეტაპზე ისიც არაა ცნობილი ითამაშებს თუ რა კრიშტიანუ 5 სექტემბერს, ხოვარტიასთან მატჩში. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონის …

სრულად წაკითხვა »