14 ოქტომბერს დეიან კულუსევსკის შვედეთი კრიშტიანუ რონალდუს დაუპირისპირდება. შვედურ მედიასთან „იუვენტუსის“ 20 წლის შემტევმა გამოცდილ თანაგუნდელზე ისაუბრა.
„როგორ შევაჩერებთ რონალდუს? ამის გაკეთება შეუძლებელია. მატჩის ბედს მარტო წყვეტს. პირველ მატჩში ვერ შევძელით მისი შეჩერება (დუბლი შეასრულა – რედ), ოთხშაბათს კიდევ ერთხელ ვეცდებით. მან მითხრა, რომ პირველი შეხვედრიდან ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დარჩა და კარგად ვთამაშობდით. როდესაც მას ახლოდან გაიცნობ, ძალიან სასიამოვნო ადამიანია“, – თქვა კულუსევსკიმ.
პორტუგალია შვედეთის ნაკრებს ოთხშაბათს უმასპინძლებს და შემდეგ ორივე ფეხბურთელი ტურინში დაბრუნდება და „იუვენტუსს“ შეუერთდება.