ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც „რომასთან“ დუბლი შეასრულა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი ფეხბურთელის აზრით, გუნდი ახლა უფრო ბედნიერია, ვიდრე შარშან.
„ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ თამაში გართულდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქულისმოპოვება მოვახერხეთ. სეზონის დასაწყისია, ახალ მწვრთნელი, ახალი იდეები, მაგრამ გუნდის დიდ მომავალს ვხედავ. ჩემპიონატი კონკურენტუნარიანია, გუნდები გაძლიერდნენ და უფრო რთული იქნება.
თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ ფორმაში შევალთ, ჩვენი გუნდი გაუმჯობესდა და ვფიქრობ, გუნდი ახალ უფრო ბედნიერია და მეტს მუშაობს, ვიდრე გასულ სეზონში“, – აღნიშნა რონალდუმ.
კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ს ბომბარდირთა დავას 3 გოლით ლიდერობს. მან კარიერაში მეოთხედ შეძლო სეზონის საწყის ორ მატჩში გოლის გატანა და შიდა ჩემპიონატებში 450-ე გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.