ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში „რომას“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით დაუზავდა (2:2). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 7 – მხითარიანს მატჩის დასაწყიში აჯობა, თითქმის აიღო ვერეტუს პენალტი. მისი ბრალი არ არის, რომ „იუვემ“ ორი გოლი გაუშვა. მისი დამსახურებაა, რომ უფრო მეტი არ გაუშვა.
დანილო 6.5 – იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც დაცვაში ხდებოდა, მას კარგი თამაში ჰქონდა. გააკეთა საგოლე პასით.
ბონუჩი 5.5 – კატასტროფულად ითამაშა, როდესაც მხითარიანი გასცდა, ზოგადად, დაცვის ხაზის გაფართოებისთანავე ბონუჩის მხრიდან უსაფრთხოება იკარგება.
კიელინი 5.5 – გამოცდილებით ითამაშა პირველ ტაიმში,მაგრამ ჯეკომ მთელი მეორე ტაიმი დაჯაბნა.
კუადრადო 5.5 – ალბათ დეზორიენტირებული იყო ფლანგის შეცვლით, ამიტომაც, ხშირად უჭირდა.
კულუსევსკი 6 – დებიუტის შემდეგ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, მან ითამაშა პოზიციაზე, რომელიც ძალიან შორს გადამწყვეტი ზონისგან. თუმცა კლასი და სურვილი ეტყობოდა.
ფრაბოტა შ.გ – ახალგაზრდა მცველმა ამჯერად ბოლო წუთები ითამაშა.
რაბიო 4 – „რომას“ პენალტი უსაჩუქრა, მას ნახევარდაცვის უნდა ეხელმძღვანელა, მაგრამ რაღაც აკლდა. პირლო ენდო, მოედანზე დატოვა, მაკკენის შეცვლიდან რამდენიმე წუთში გააძევეს.
მაკკენი 5 – შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ვიხილეთ დაბნეული მაკკენის ვერსია.
არტური 6.5 – კარგად ჩაერთო, ფეხზე კარგად იდგა და ბურთს მაქსიმალურად ინარჩუნებდა.
რემზი 6.5 – „იუვეში“ გადმოსვლის შემდეგ ალბათ მას ასეთი კარგი პერიოდი არ ჰქონია. პენალტის მოპოვების ეპიზოდიც მან დაიწყო და ზოგადად, ყველა საინტერესო ინიციატიები მისგან მოდიოდა.
ბენტანკური 6 – ცუდად არ ჩართულა თამაშში, გრძელვადიან პერსპექტივაში ძირითადში ადგილს დაიბრუნებს.
მორატა 4 – მიუხედავად იმისა, რომ ჯეკომ აშკარა საგოლე მომენტები გაანიავა, დაპირისპირება ბოსნიელის სასარგებლოდ დასრულდა. ბურთს იშვიათად ეხებოდა და ერთადერთი კარგი რონალდუზე პასი იყო, რომელიც პორტუგალიელმა ვერ გამოიყენა.
დუგლას კოშტა 6 – დაეხმარა „იუვეს“, რომ თამაშში დაბრუნებულიყო. თუმცა, ბაზრიდან ის მოხსნილი არაა.
რონალდუ 7.5 – მოიპოვა და გაიტანა პენალტი, შემდეგ აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ბოლოს კი ქულა გადაარჩინა. 35 წლისაა, მაგრამ „იუვეში“ საუკეთესოა. გარდა ამისა, მსოფლიოშიც საუკეთესოა.
პირლო 5.5 – ამჯერად გააზვიადა, მინიმუმ დასაწყიში. „რომამ“ კარგად ითამაშა და შეეძლო მოგება, მაგრამ პირლოს სასარგებლოდ ის მეტყველებს, რომ რიცხობრივ უმცირესობაში „იუვემ“ გაათანაბრა. თუმცა, რამდენიმე შეცდომა ჰქონდა, პირველი შეცდომა კი მაკკენის გაყვანა და მოედანზე რაბიოს დატოვება იყო.