მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “რომასთან” მატჩის შემდეგ

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “რომასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ „რომასთან“ მატჩი მისი გუნდისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით რთულ თამაშს ელოდნენ და ვერ გააკეთეს ყველაფერი, რაც დაგეგმეს.

„ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც შეტევაში ბევრი ფეხბურთელით გადადის და ამიტომაც, განსხვავებული თამაში იყო, ვიდრე „სამპდორიასთან“. გვინდოდა მჭიდროდ თამაში, ცენტრალურ მოთამაშეებზე ზეწოლა და თავდამსხმელების ინდივიდუალურად გამოყენება, მაგრამ ყოველთვის გამოსავალს ვერ ვპოულობდით, რადგან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით და ვიცოდით, რომ სირთულეები გვექნებოდა.

ჩვენ გვყავს ნახევარმცველები, რომელთაც ორი ცენტრალური ნახევარმცველით სათამაშო ტაქტიკა უფრო შეესაბამებათ და ამიტომ, უნდა ვეცადოთ მათი თვისებების გამოყენებას. მხოლოდ მაკკენია, რომელსაც შეუძლია სამნახევარმცველიან სქემაში კარგად ითამაშოს.

ვფიქრობ, რომ ქულა მოვიპოვეთ, ვიდრე 2 ქულა დავკარგეთ. ამ თამაშით ნაბიჯი უკან გადავდგით, მაგრამ მშენებარე გუნდი ვართ და პრესეზონის დროს მოსამზადებლად დრო არ გვქონდა, ამიტომ გვიწევს სეზონის დროს მომზადებაც.

რონალდუ? ის კარგად ვარჯიშობს, ვარჯიშობს იმისთვის, რომ გოლები გაიტანოს, მაგრამ ბევრსაც დარბის, როდესაც კაცნაკლული დავრჩით დაცვაში ჩამოდიოდა და თანაგუნდელებს ეხმარებოდა, ამისა დანახვა სასიამოვნო იყო“, – განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში 4 ოქტომბერს, „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …