იტალიის რეგიონის, კამპანიის გუბერნატორმა ვინჩენცო დე ლუკამ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ნაპოლის“ მადლობა უნდა გადაუხადონ, რომ ტურინში არ ჩავიდა და ამ გზით კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით დაინფიცირებისგან იხსნეს.
„ნაპოლის“ კოვიდინფიცირებული ორი ფეხბურთელი ჰყავდა და კამპანიის ჯანდაცვის უწყებამ გააკეთა ის, რასაც კანონი მოითხოვდა. ისინი თვითიზოლაციაში არიან იქამდე, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ტესტზე უარყოფითები არიან. ანდრეა ანიელიმ სამარცხვინო განცხადებები გააკეთა, “იუვენტუსს” ჰყავს ხელმძღვანელობა, რომელსაც ღირსება არ გააჩნია.
„ნაპოლისთვის“ კამპანიის ჯანდაცვის უწყებისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ, მაგრამ არ გადაუხდეს. ჩვენ თავიდან ავიცილეთ კრიშტიანუ რონალდუს დაინფიცირება. მომდევნო კვირაში მას ვირუსი ექნებოდა და New York Times-ს პირველ გვერდებს დავიპყრობდით“, – თქვა დე ლუკამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ბოლო ცნობებით, ვარაუდობენ, რომ თამაში გადაიდება და „ნაპოლის“ ტექნიკური წაგება არ ჩაეთვლება.