ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა და ახლა უკვე „ბარსელონას“ ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა Mundo Deportivo-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „იუვეს“ შესახებაც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
„გამორჩეულ ფეხბურთელებთან ვითამაშე, მათ შორის ტოტის, რონალდუს და ბუფონს გამოვყოფ. მთავარია მენტალიტეტი და მათ უნიკალური მენტალიტეტი აქვთ. ისინი მრავალი წელი უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ და ამისთვის საჭიროა გიყვარდეს ფეხბურთი და საკუთარ საქმეზე კონცენტრირებული იყო. მათ ყოველთვის სურდათ განვითარება და ყველასთვის სამაგალითონი არიან.
როდესაც ტრანსფერი გადაწყდა, რონალდუმ მითხრა, რომ ჩემს გამო ძალიან ბედნიერი იყო, რომ „ბარსელონაში“ ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ესპანეთში ფეხბურთი საოცარ სიმაღლზეა. იმედგაცრუებული იყო, რომ „იუვეს“ ვტოვებდი, მაგრამ ასევე მითხრა, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებდი ისეთ დიდ გუნდში თამაშით, როგორიც „ბარსელონაა“. კრიშტიანუ პროფესიონალია, ის არის ფეხბურთელი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ყველასთვის სამაგალითო და გასახდელში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ბევრი მნიშვნელოვანი მწვრთნელი მყავდა, სპალეტი, რუდი გარსია, ალეგრი, მაგრამ საუკეთესო ვფიქრობ, რომ მასიმილიანო ალეგრია“, – თქვა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 22 გოლი გაიტანა. „იუვემ“ ბოსნიელი „ბარსელონას“ არტურ მელოში გაუცვალა.