ტურინის „იუვენტუსმა“ და კატალონიის „ბარსელონამ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. როგორც Tuttosport-ი წერს, მხარეები დუგლას კოშტასა და უსმან დემბელეს ბარტერზე სერიოზულად ფიქრობენ.
ორივე ფეხბურთელი ამჟამინდელ გუნდებში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან და ამიტომ, არაა გამორიცხული გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვონ.
„ბარსელონას“ და „იუვეს“ კი კარგი ურთიერთობა აქვთ და ეს მირალემ პიანიჩისა და არტურის გაცვლის დროსაც დადასტურდა.
დუგლას კოშტას ინგლისური კლუბები „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ვულვზიც“ იწვევენ. სხვა უფრო კონკრეტული დეტალი ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.